McDonald’s-მა ამერიკული რესტორნების ქსელიდან ხელოვნური საღებავები და კონსერვანტები ამოიღო

160

კორპორაციამ McDonald’s განაცხადა, რომ 26 სექტემბრიდან მისი სწრაფი კვების ამერიკული რესტორნების ქსელის ყველა კლასიკური ბურგერიდან გემოს გამაძლიერებელი, ხელოვნური საღებავები და კონსერვანტები ამოიღეს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომპანიის ვებ გვერდზე ვრცელდება.

ცვლილებები შეეხო 7 ბურგერს – “მიგ-მაკს”, ჰამბურგერს, ჩიზბურგერს, ორმაგ ჩიზბურგერს, “მაკდაბლს”, “როიალ ჩიზბურგერს” და “ორმაგ როიალ ჩიზბურგერს”. თუმცა, კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ კონსერვანტები კვლავ შენარჩუნებულია მჟავე კიტრში, რომლებსაც კომპანიის რესტორანი მოიხმარს.

“ეს განვითარება იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ვართ ლიდერები და ვქმნით კიდევ უკეთესს McDonald’s”, – აცხადებს კომპანიის ამერიკული განყოფილების პრეზიდენტი კრის კემპინსკი.

აქამდე რესტორნების ქსელმა საბავშვო Happy Meal-დან ჩიზბურგერები ამოიღო, ვინაიდან ახალი მოთხოვნების თანახმად, ბავშვებისთვის საკვების კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 კალორიას.

Comments
Loading...