McDonald’s-ი რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

13

McDonald’s აცხადებს, რომ ყიდის რუსულ ბიზნესს და ტოვებს ქვეყანას. კომპანიის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი და რუსეთის არაპროგნოზირებადი ოპერაციები ცხადყოფს, რომ რუსეთში ბიზნესის ქონა აღარ არის გამართლებული და არც McDonald’s-ის ღირებულებს შეესაბამება.

გადაწყვეტილების ფარგლებში, ქსელი აგრძელებს რუსეთში რესტორნების მთელი პორტფელის ადგილობრივ მყიდველზე გაყიდვას. ეს ზომები მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ McDonald’s Russia-ის თანამშრომლები კვლავაც მიიღებენ ანაზღაურებას.

“ჩვენ გვაქვს ვალდებულება გლობალური საზოგადოების წინაშე და მტკიცე უნდა ვიყოთ ჩვენს ღირებულებებში. ერთგულება ჩვენი ფასეულობებისადმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იქ თაღების გაბრწყინებას”, — თქვა მაკდონალდსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ.

8 მარტს McDonald’s-მა რუსეთში მუშაობა დროებით შეაჩერა და ყველა რესტორანი დახურა. BBC-ის ცნობით, რუსეთში McDonald’s-ის 850-მდე ფილიალია, სადაც 62 000 ადამიანია დასაქმებული.

Comments
Loading...