McDonald’s-ის გაყიდვები 25.9%-ით გაიზარდა

2

სწრაფი კვების ობიექტების გლობალური ქსელის McDonald’s-ის გაყიდვები მეორე კვარტალში 25.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 5.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რასაც კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებამაც შეუწყო ხელი. გარდა ამისა, კომპანიის გაყიდვების ზრდა მეტწილად ახალი ქათმის სენდვიჩის დამსახურებაც არის, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. კომპანიამ ახალი პროდუქტი მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა

სწრაფი კვების ობიექტის გაყიდვები მხოლოდ აშშ-ში 14.9%-ით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Comments
Loading...