Mastercard-ი მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

32

ვითიბი ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს  Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

7 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, Mastercard-ის ბარათით გადახდისას, ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი მოიგოს სამი მანქანიდან ერთერთი, 15 ახალი თაობის სმარტფონიდან ან 75 ცალი 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათიდან ერთერთი.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარიანი ტრანზაქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, საიტზე promo.mastercard.com.ge/ დარეგისტრირება და გადახდისას მიღებული ქვითრის ატვირთვა.

გათამაშება ჩატარდება 4 ეტაპად,  მთავარი პრიზის ავტომობილის გათამაშება გაიმართება 2019 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურას მეშვეობით. დანარჩენი პრიზების, გათამაშების ეტაპების და აქციის სხვა პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მისამართზე: promo.mastercard.com.ge/

Comments
Loading...