“m2 უძრავი ქონების” სამშენებლო კომპანია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ააშენებს

345

28 დეკემბერი, 2017 წელი – "m2 უძრავი ქონების" სამშენებლო კომპანიამ "bk counstruction" მსხვილ სამშენებლო კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად კომპანია საბურთალოს რაიონში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს ააშენებს. m2-ის სამშენებლო კომპანია მშენებლობას თექვსმეტი თვის განმავლობაში განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება $ 11.6 მილიონი იქნება.

კომპანია "m2 უძრავი ქონების" სტრატეგიულ მიმართულებებს შორის საცხოვრებელი კოპლექსებისა და სასტუმროების განვითარება, უძრავი ქონების მართვა და სამშენებლო საქმიანობის წარმოებაა.

Comments
Loading...