m2: მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს m2 ჯანსაღი ხეების მოჭრის უფლებას ითხოვს

493

“ვწუხვართ, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა m2-ის ინიციატივა და შესაბამისად გამოწივია მათი აღშფოთება. გარწმუნებთ, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. ჩვენ მზად ვართ პირადად შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს და განვუმარტოთ, თუ რა იგულისხმება წერილში, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო”, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია “m2” ავრცელებს.

“განვმარტავთ: m2 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვდა ორი საკითხების ინიცირებას: 1. დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას; 2. მკაფიო რეგულაციების დაწესებას ხეების მოჭრის საკითხზე.

m2 არ ითხოვს ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას. პირიქით, წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოს პარლამენტს სთხოვს დააწესოს მკაფიო რეგულაციები ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, საქმეში ჩახედული ადამიანები დაგვეთანხმებიან, ამ მიმართულებით სრული ქაოსია.

გარწმუნებთ, რომ m2 არ ეძებს იოლ გზებს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი დავემორჩელებით.

მაგალითისთვის, კომპანია კანონმა დაავალდებულოს, რომ 1 მოჭრილი ხის ნაცვლად დარგოს 10 ახალი ხე და ა.შ.

რაც შეეხება დაავადებული ხეების მოჭრას, m2-სთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდეს კომპანია მოსაკრებელს დაავადებული ხის მოჭრაზე, მაშინ როცა ეს ხე პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ადამიანებისა და სხვა ხეების მიმართ და მისი მოჭრა საზოგადოების ინტერესში შედის”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...