m2-ის საცხოვრებელ კომპლექსებში ბავშვებისთვის ღონისძიებები მოეწყო

375

3-4 ივნისი, 2017 წელი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მისი საცხოვრებელი კომპლექსების ეზოებში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები ჩაატარა. კომპანიის მიზანი მოზარდებს შორის კომუნიკაციის დაწყების წახალისება, მათი დამეგობრება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია იყო. 

იმის გამო, რომ „ეზოს თამაშების“ დიდი ნაწილი დღევანდელი მოზარდებისთვის უცნობია, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის m2-მა თამაშების ინსტრუქციაც შექმნა. ბავშვებმა საჩუქრად მიიღეს ეზოს თამაშებისთვის საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტი. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას m2-ის ექვსმა კომპლექსმა უმასპინძლა. ღონისძიებას კომპანია „თოლია“ შემოუერთდა და ბავშვები ნაყინებით დაასაჩუქრა. 

"m2-ისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს კომპლექსებში ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ვცდილობთ, რომ შევქმნათ სივრცეები, სადაც ისინი თამაშსა და განტვირთვას შეძლებენ. ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ ერთმანეთთან რეალური კომუნიკაციისთვისა და ეზოს თამაშებისთვის. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ურთიერთობების გამყარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება იყო", – განაცხადა m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა. 

Comments
Loading...