JPMorgan Chase & Co-მ კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენისა და შენახვის საშუალება მისცა

7

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase & Co-მ კლიენტებს კრიპტოვალუტის შეძენისა და შენახვის საშუალება მისცა. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

ბანკის კლიენტებს საწყის ეტაპზე ხუთ კრიპტოვალუტაზე ექნებათ წვდომა, ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში და ეთერიუმ კლასიკი.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების ერთი ნაწილის შეფასებით, მომდევნო ათწლეულში ბიტკოინის ფასი 540 000 აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო ანალიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს თანხა 1.9 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

JPMorgan ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ბანკია, რომელიც 4 ტრილიონ დოლარამდე აქტივებს აკონტროლებს. მისი მომხმარებლების სიაში კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები და კომპანიები არიან.

Comments
Loading...