JPMorgan: პანდემია 2022 წელს დასრულდება

8

ამერიკული საინვესტიციო ბანკი JPMorgan პროგნოზირებს, რომ  კორონავირუსის პანდემია  2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საინვესტიციო ბანკის 2022 წლის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება.

JPMorgan თვლის, რომ მსოფლიო ეკონომიკა მომავალ წელს  სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს და ეს ყველაფერი ვაქცინაციისა და სამედიცინო ინოვაციების წყალობით მოხდება.

მსოფლიო ბაზრების მთავარი სტრატეგისა და JPMorgan-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანათავმჯდომარე მარკ კოლანოვიჩის თქმით, ბანკი მოელის, რომ ამერიკული S&P 500 ინდექსი 8%-ით გაიზრდება – 5050 პუნქტამდე. გარდა ამისა, პროგნოზი ითვალისწინებს აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ზრდას 2,25%-ით.

„ჩვენი პროგნოზია, რომ 2022 წელი  სრული გლობალური აღდგენის, პანდემიის დასრულების და ნორმალური ეკონომიკური და საბაზრო პირობების დაბრუნების წელი იქნება”, – განაცხადა კოლანოვიჩმა.

Comments
Loading...