ამერიკული ბანკი JPMorgan საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს, რომელთა მეშვეობითაც მისი კლიენტები სხვადასხვა ოპერაციებს განახორციელებენ.
კრიპტოვალუტამ სახელწოდება JPM Coin მიიღო. ერთი მონეტის ღირებულება ერთი აშშ დოლარი იქნება. JPMorgan-ში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი ამერიკული ბანკი, რომელმაც შექმნა და წარმატებით დატესტა საკუთარი კრიპტოვალუტა.
ბანკში განმარტავენ, რომ JPM Coin-ის შექმნა აუცილებელია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებისათვის, რომლის მეშვეობითაც ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვა უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.
როგორც ბანკში აღნიშნავენ, კრიპტოვალუტის დანიშნულება b2b-ის სეგმენტში ოპერაციების განხორციელებაა. 2017 წელს, JPMorgan-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დალმონმა ბიტკოინებით ვაჭრობას თაღლითობა უწოდა.