ISET-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

75

ISET-ის  კვლევითი ინსტიტუტის გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2018 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა და  39,6 პუნქტი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 9,3 პუნქტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "პალიტრანიუსი" ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, რომელშიც 75 დიდი და 161 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა, გაუმჯობესებული ბიზნესის განწყობა, ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას ეხმიანება. 

ISET-ის ცნობით, მცირედით, თუმცა საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი.  ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია  ბიზნესის ოპტიმიზმი.

რაც შეეხება სირთულეებს, კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესმენების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად  მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.

Comments
Loading...