IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს

7

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65 პროცენტი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს.

გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაზრდილი ფასები და ცხოვრების გაუარესებული პირობები. 26 პროცენტი მთავარ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს. 16 პროცენტის აზრით კი, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის კორონავირუსი.

Comments
Loading...