Instagram-ს ახალი ფუნქციები დაემატა

3

Instagram-ის სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი ფუნქცია გამოჩნდება. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Tech Crunch წერს.

19 ოქტომბრიდან ინსტაგრამს Collabs ფუნქცია  დაემატა. ეს საშუალებას მისცემს ორ მომხმარებელს  ერთობლივი პოსტები გამოაქვეყნონ.  პოსტებს საერთო ექნება კომენტარებიც და მოწონებებიც.

20 ოქტომბერს მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ფონდების მოძიება.

21 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შეეძლებათ გამოაქვეყნონ პოსტები კომპიუტერის ბრაუზერიდანაც, ან სმარტფონიდან,  აპლიკაციის გამოყენების გარეშე.

ასევე 21 ოქტომბერს, Reels-ს ახალი ფუნქციები ემატება, მათ შორის, ერთ-ერთია სიმღერების 3D ტექსტის ფორმატში გახსნა.

Comments
Loading...