Instagram-ი, ონლაინ გაყიდვების მომსახურებაზე მუშაობს

43

სოციალური ქსელი Instagram-ი, ონლაინ გაყიდვების მომსახურებაზე მუშაობს, რომელსაც IG-Shopping ერქმევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს პირდაპირ შეეძლებათ პროდუქციის დათვალიერება და შესყიდვა იმ გამყიდველებისგან, რომელთა გვერდების ხელმომწერებიც არიან მომხმარებლები.

თავად სოციალური ქსელი, აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მომსახურების ხმარებაში ჩაშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, საერთოდაც არ გაეშვას, თუმცა წყაროები ელექტრონული ვაჭრობის პერსპექტიულობის შესახებ საუბრობენ.

Instagram-ის მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე სოციალურ ქსელს 25 მილიონი ხელმომწერი და 2 მილიონი რეკლამის დამკვეთი ჰყავს. ყოველი 5 მომხმარებლიდან 4, რაიმე სახის ბიზნესის ხელმომწერია სოციალურ ქსელში. ელექტრონული ვაჭრობისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, კომპანია 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობს.

Comments
Loading...