IMF: წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს, საქართველოს ბიუჯეტი მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა

48

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით თბილისს ამა წლის 21-27 აგვისტოს ეწვია ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარების და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით.

"ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო.

იმის გათვალისწინებით, რომინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს", – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი.

Comments
Loading...