IKEA ფინანსური მომსახურების ბაზარზე გადის

2

Ingka Group (IKEA ქსელის მშობლიური კომპანია) შეიძენს შვედური ბანკ Ikano-ს 49%-ს, რომელიც ახლა მთლიანად არის Ikano Group-ის საკუთრებაში.

Ingka Group-ს მოგვიანებით შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს დარჩენილი 51%-იანი წილი. შესყიდვა ექვემდებარება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს. დასრულების შემდეგ, ინგკა ჯგუფის წარმომადგენლები შეუერთდებიან იკანო ბანკის დირექტორთა საბჭოს.

“ინგკა ჯგუფისთვის, რომელიც IKEA-ს 378 მაღაზიას და მის ელექტრონულ კომერციულ პლატფორმას 31 ქვეყანაში ამუშავებს, ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ფინანსური მომსახურებისკენ, ინგკა ჯგუფის მთავარი მიზანია IKEA უფრო ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და მდგრადი გახდეს.” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სამომხმარებლო ბანკი იკანო ბანკი ეკუთვნის Ikano Group-ს, რომელიც IKEA-სგან განთავისუფლდა 1988 წელს.

IKEA არის მსოფლიოში უდიდესი საცალო ქსელი ავეჯისა და საყოფაცხოვრებო საქონლისთვის, დაარსდა 1943 წელს. კომპანია მოქმედებს 50-ზე მეტ ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს დელფტში (ნიდერლანდები).

Comments
Loading...