III კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის

78

2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45,4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით).

მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 12,0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება – 10,0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 9,0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება:

2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21,4 პროცენტი) და მშენებლობა (19,3 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 10,0 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,3 პროცენტიანი წილი უჭირავს:

2018 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7 პროცენტი, 13,3 პროცენტი და 10,7 პროცენტიანი წილებით).

თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (10,4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,6 პროცენტი).

Comments
Loading...