ICT ტექნოლოგიების გამოყენებაზე საქართველოსა და ლატვიას შორის მემორანდუმი გაფორმდება

439

28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის, ბატონი რაიმონდს ვეიონისის (Raimonds Vējonis) ვიზიტის, კერძოდ,  ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარლებში,   ლატვიურ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კლასტერსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭოს (ICT)  შორის ხელი მოეწერება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. 

მემორანდუმის მნიშვნელობას საქართველო – ლატვიის IT ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ლატვიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება, კვლევა, პროექტების განხორციელება და მულტიინდუსტრიული თანამშრომლობა წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე  დაგეგმილია წარმატებული ქეისების, მეთოდების, რესურსების გაზიარება, მათ შორის, განათლების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ფართო მოსახლებისთვის დარგისა და ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობის წარმოჩენა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ ინოვაციურ და ახალ მიმართულებებსა და ტენდენციებს, როგორიც არის: ქლაუდ ტექნოლოგიები (Cloud Technologies), ხელოვნური ინტელექტი (AI), ბიგ დატა (Big Data) და სხვა.

ლატვიური IT კლასტერის, ბორდის წევრის,  გატის ოშის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას ლატვიასა და საქართველოში, რაც გაუხსნის გზას კომპეტენციისა და ცოდნის ექსპორტს ქვეყნების საზღვრებს გარეთ.  

"თანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს  ლატვიას და მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეების ექსპორტი და უფრო მეტად განავითაროს  ქვეყნის მიერ შეთავაზებული სერვისები. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ლატვია შეძლებს უფრო მეტი ყურადრების მიქცევას და პოზიციონირებას, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტების ქვეყანა და მიიზიდავს ახალგაზრდა თაობას მაგალითად საქართველოდანაც, ახალი მიდგომების შესწავლის მიზნით", –  განაცხადა გატის ოშმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ერთ-ერთი აქტიური ხელშემწყობი და ინციიატორი კომპანია "სქუალიო" წარმატებით ოპერირებს საქართველოში უკვე ექვსი წელია და მისთვის ცნობილი და მნიშნელოვანია ის პოტენციალი,  რაც ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

"საქართველოში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის ლატვიელი სპეციალისტების მაღალი დონის განათლებისა და გამოცდილების შესახებ ცნობილია. უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოში აღნიშნული სფერო, ასევე ძალიან კარგად არის განვითარებული,  ამ მიმართულებით კერძო სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება. ჩვენი ექსპერტები საქართველოში, რამდენიმე კომპანიაში უკვე აქტიურად ახორციელებენ მუდმივ აუდიტებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა  ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართ ინტერესი, რაც ჩვენი სპეციალისტების კიდევ უფრო მეტ ჩართვას მოითხოვს", – განაცხადა ვლადიმირს ისაევსმა (Vladimirs Isajevs), კომპანია „სქუალიო“-ს  რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, უკრაინასა და ყაზაღეთში.

Comments
Loading...