ICDI ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ცესკოს წარმომადგენლებს სტუმრობს

325

დღეს, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები  გაეცვნენ ააიპ "დემორატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებულ პროექტს – ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის", რომელიც სსიპ – "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებმა  დეტალურად მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომელსაც  ცენტრი მიმდინარე წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ახორციელებს.

შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის განხორციელების ეტაპებზე, დადებითად შეფასდა როგორც დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის  გამგეობის თავმჯდომარის მხრიდან, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლების მხრიდანაც.

Comments
Loading...