IBM საბოლოოდ ტოვებს რუსეთს

12

კორპორაცია IBM რუსეთს ტოვებს, წასვლის პროცესი “დაიგეგმება”. ამის შესახებ 30 მაისს კომპანიის თანამშრომლებს IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არვინდ კრიშნამ განუცხადა, რომლის წერილი 7 ივნისს IBM-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

“რადგან ომის შედეგები აგრძელებს ესკალაციას და იზრდება გაურკვევლობა მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეტაპობრივად შევაჩეროთ IBM-ის ბიზნესი რუსეთში დაგეგმილი წესით”, – თქვა კრიშნამ.

მან აღნიშნა, რომ კომპანია ამ ნაბიჯს სწორად, აუცილებელ და ბუნებრივად მიიჩნევს 2022 წლის მარტში რუსეთის ფედერაციაში ბიზნესის შეჩერების შემდეგ.

კრიშნამ მხარი დაუჭირა რუს თანამშრომლებს, ვისთვისაც კომპანიის ასეთი გადაწყვეტილება “უსიამოვნო ამბავია”. ტოპ მენეჯერმა განაცხადა, რომ IBM გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. მან ასევე დაამატა, რომ კომპანია რამდენიმე თვეა ზრუნავს IBM-ის თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე “დაზარალებულ რეგიონებში”.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მიესალმა IBM-ის გადაწყვეტილებას.

“წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები აგრძელებენ რუსეთის დატოვებას, ტოვებენ მას მარტო საკუთარ ბოროტებასთან, უცოდინრობასთან და უიმედობასთან”, – დაწერა მან Telegram-ზე.

Comments
Loading...