IBM-ის ექსპერტები ანდროიდის მომხმარებლებს ახალი ვირუსების შესახებ აფრთხილებენ

121

კომპანია IBM-ის ექსპერტებმა საბანკო ვირუსები Anubis და Marcher აღმოაჩინეს. ეს ვირუსები მობილურ ტელეფონებში Google Play-ს მეშვეობით ხვდება.

კიბერთავდამსხმელები ფინანსური მაქინაციებისთვის იყენებენ ასეთ ვირუსებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი იპარავენ მომხმარებლის საბანკო მონაცემებს და ელექტრონულ ყულაბას.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ Anubis-ი მინიმუმ ათ ჩამოტვირთულ აპლიკაციას მოყვება, რომელიც ანდროიდის სისტემის მქონე მოწყობილობებში ვრცელდება. ეს კი შესაძლოა იყოს ონლაინ შესყიდვებთან, ან ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული აპლიკაციები.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსები ძირითადად ვრცელდება თურქ მომხმარებლებზე. აღნიშნული მაქინაციების მსხვერპლი კი უკვე გახდა რუსი, ბელარუსი, ჩინელი, აზერბაიჯანელი და ბრიტანელი მოქალაქეები.

Comments
Loading...