Huawei-ს დამაარსებელმა, კომპანიის ფინანსური დირექტორის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა

43

ჩინური კომპანია Huawei-ს დამაარსებელმა ჟენ ჩჟენფეიმ, მისი შვილის, კომპანიის ფინანსური დირექტორის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მე იმის წინააღმდეგი ვარ, რაც აშშ-ში გააკეთეს. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული აქტი მიუღებელია”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია კომპანიის დამხობა, რომ მყიდველები უარს არ იტყვიან Huaweiის პროდუქციაზე, ვინაიდან, მისი თქმით, იგი ყველაზე თანამედროვეა.

დამფუძნებლის თქმით, თუკი აშშ მოახერხებს დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რომ დროებით არ გამოიყენონ კომპანიის პროდუქცია, მაშინ იგი შეამცირებს პროდუქციის წარმოების არეალს. თუმცა, ამავდროულად აღიარა, რომ შეკვეთების პოტენციური დაკარგვა ცუდად აისახება წარმოებაზე.

Huawei-ს დამაარსებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანია თავის ტექნიკას არ გამოიყენებს თვალთვალისთვის.

მენ ვენჩჟოუ შშ-ის მოთხოვნით, 2018 წლის დეკემბერში, კანადაში დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია ირანის წინააღმდეგ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში. ჩინეთის საელჩო პროტესტს გამოთქვამს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ყოფილი ფინანსური დირექტორის ექსტრადიციის შესახებ განკარგულების გაუქმება მოითხოვა.

Comments
Loading...