Huawei-ის ფინანსური დირექტორის მეუღლემ, მისთვის გირაოს სახით 11 მლნ აშშ დოლარის შეტანა შესთავაზა

52

კანადაში დაკავებული ჩინური კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორის მეუღლემ ლუ სიაცზუნმა, მისთვის, გირაოს სახით 15 მილიონი კანადური დოლარის (11 მილიონი შშ დოლარი) შეტანის შესახებ წინადადება წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეუღლე მზადაა მისთვის, გირაოს სახით კანადაში ორი სახლი ჩადოს.

აქამდე მენ ვანჩჟოუმ, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვამდე, გირაოს სახით გაშვება ითხოვა. ფინანსურმა დირექტორმა აგრეთვე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

46 წლის მენ ვანჩჟოუ ვანკუვერის აეროპორტში 1 დეკემბერს დააკავეს, რაც ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურის მოთხოვნით მოხდა. აშშ-ში მას ბრალად ედება ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით პეკინმა აშშ-ის მისამართით პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულად არღვევს ჩინეთის მოქალაქის უფლებებს.

Comments
Loading...