Heineken-ი 8 000 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს

4

ჰოლანდიური ლუდსახარში Heineken-ი აპირებს 8 000 სამუშაო ადგილის შემცირებას. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

კომპანიამ განყოფილებების გენერალური რესტრუქტურიზაციის პროგრამის შესახებ 2020 წლის 28 ოქტომბერს განაცხადა. რესტრუქტურიზაციის მთლიანი ხარჯები დაახლოებით 509 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

შემცირება შეეხება სათავო ოფისებსა და რეგიონალურ ოფისებში მომუშავეების 20%-ს.

ცვლილებების განხორციელება იგეგმება 2021 წლის პირველი კვარტალიდან.

Comments
Loading...