Heineken-ის წარმოების მაჩვენებელმა, ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

72

ლუდსახარშმა კომპანიამ Heineken განაცხადა, რომ მისი ძირითადი ბრენდის წარმოებამ, ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კომპანიას ლუდის წარმოების ზუსტი სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გასულ წელს კომპანიამ, ამ მარკის ლუდის წარმოება 7,7%-ით გაზარდა იმის ხარჯზე, რომ კომპანიის უალკოჰოლო ლუდი ახლა მსოფლიოს 38 ქვეყანაში იყიდება, ხოლო ერთი წლით ადრე მხოლოდ 16-ში იყიდებოდა.

მთლიანობაში, კომპანიის ყველა ბრენდის ლუდის წარმოება, წინა წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ლუდ Heineken-ს აგრეთვე აწარმოებენ კომპანიები Amstel, Edelweiss, Zipfer, Krusovice, Zlaty Bazant და სხვა.

Heineken-ის სუფთა მოგება მაინც აქციონერებზე მოდის, რამაც გასულ წელს 961 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ წელს, კომპანიის მოგება 5,9%-ით გაიზარდა, 25,81 მილიარდ ევრომდე.

Comments
Loading...