GWP, RWC და MWC სემეკის მიერ მიღებულ ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მოსაზრებას გამოთქვამენ

333

Gwp-ის, RWC-სა და MWC-ს მთავარი იურისტის, ჯაბა მამულაშვილის განცხადებით, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია კომისიისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა პარალელურად აუცილებელია კომისიამ შეიმუშაოს მკაფიო ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარჯებს გაითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, მხოლოდ ეს უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას, "ჩვენი რეკომენდაციით, სატარიფო განაცხადის წარდგენის ვადა უნდა გადაწიოს იმ დროისთვის, როცა სემეკს უკვე შემუშავებული ექნება შესაბამისი ინსტრუქცია. ეს აუცილებელია კომპანიების საქმიანობის სწორად დასაგეგმად", – აცხადებს ჯაბა მამულაშვილი.

კომპანიების ხელმძღვანელები ასევე მიიჩნევენ,  რომ სასურველია მეთოდოლოგია არ იძლეოდეს ტარიფის განსაზღვრისას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას.

Comments
Loading...