GWP: #gwpოლიმპიადა აქტიურ ფაზაში შედის

358

#დაზოგეწყალი კამპანიის ფარგლებში, #gwpოლიმპიადა აქტიურ ფაზაში შედის. 24 აპრილს, 16-ვე გუნდის კაპიტანს საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" უმასპინძლა.  არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" და "ჯეპრას" წარმომადგენლებმა, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და მართვის შესახებ, გუნდების კაპიტნებს ტრენინგი ჩაუტარეს.

ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეები უკვე პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ტრენინგების საშუალებით მიიღეს. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის  გუნდი ერთმანეთს საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში, წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაში შეეჯიბრება. პარალელურად, თითოეული გუნდი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და რეალურად ნახავს, თუ რა გზას გადის წყალი მდინარიდან ჩვენს ონკანამდე.

#gwpოლიმპიადა მოზარდი თაობის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას და წყლის რესურსის  დაცვის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის დაცვის ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კამპანიას  #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

Comments
Loading...