GWP: 8 თებერვალს სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

386

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ სასმელი წყლის ხარისხის 8 თებერვლის მონაცემების მიხედვით, თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 8 თებერვალს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

"თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 8 თებერვალს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...