GWP: 300 ვაკანსია თბილისში

461

ხვალ, 22 თებერვალს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია დასაქმების ფორუმს "ექსპო ჯორჯიაში", მესამე პავილიონში გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

დასაქმების ფორუმი ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიებაზე  კანდიდატებს საშუალება ექნებათ, სასურველი ვაკანსიის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მისაღებად, კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს  გაესაუბრონ.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით,  განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევისა და დასაქმებისთვის.

ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის  –  80 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.

შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია  ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც  დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და  განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

Comments
Loading...