GWP: “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანი-ნაძალადევის რაიონში ორ მასშტაბურ პროექტს ასრულებს

368

ნაძალადევის რაიონში,  ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სადაც დღემდე პრაქტიკულად არ არსებობდა წყალმომარაგების სისტემა, კომპანიამ   5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი მოაწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის 18 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ 0.6 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

გამგეობისა და GWP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ავშნისა და ნუშის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

პარალელურად, გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა",  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის  მაგისტრალური ქსელის 3 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა, რაშიც  0.54 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  გლდანის რაიონის გამგეობა,  ბერთუბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში,  ერთდროულად 26  წერტილში ახორციელებან.

მთაწმინდის, საბურთალოს, ჩუღურეთის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება.

კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე  170 კმ ქსელს განაახლებს, რაშიც 82 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

Comments
Loading...