GWP: ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

351

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპანიამ რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 2.2 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.  ასევე ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 20-მდე ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.

წყალმომარაგების  ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შედეგად, ცაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ცაიშის ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 24 მარტს განახორციელებს.

გადაერთების სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 24 მარტს, დილის 11:00 საათიდან 25 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

ივერთუბნის დასახლებას, რეხის I, II და III ქუჩებს, ხუდადოვის ქუჩის N173-ის კორპუსებს;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...