GWP: სამგორის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

339

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერმა", სამგორის რაიონის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ,  სამგორის სათავე ნაგებობის მკვებავი  მაგისტრალური ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა.

სამუშაოების პარალელურად, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ვაზისუბნის და ლილოს დასახლებებში, ახალი წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება.  ასევე, ღმაღელეს სათავე ნაგებობაზე, კომპანია ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს,  რის შედეგადაც, ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.

სამგორის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 10 მაისს, 23:00 საათიდან, ხვალ, 11 მაისის, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისანი-სამგორის რაიონში:

ორხევის, აეროპორტის და მიმდებარე დასახლებებს; შუამთის, კალაუბნის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს; ვარკეთილი 3-ის მკ/რ ნაწილს; მოსკოვის გამზირს; წულუკიძის, წულაძის და მიმდებარე ქუჩებს; ვაზისუბნის მიკრო რაიონებს და დასახლებას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...