GWP: საბურთალოს რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

387

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის ქსელის 360 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და სამი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კომპანია, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, 15 თებერვალს, ერთდროულად ორ მონაკვეთზე,  ოდესის და გელოვანის ქუჩების  და ოდესის და მგალობლიშვილის ქუჩების კვეთაზე, განახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

გადაერთების სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 

ხვალ, 15 თებერვალს, საღამოს 23:00 საათიდან, 16 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ოდესის, მირზა გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს; ლვოვის  და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს და ზემო ვეძისს;

ისაკაძის, კანდელაკის, ტაშკენტის, ფანჯიკიძის,  სხირტლაძის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...