GWP: რუსთავში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის

241

ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქალაქ რუსთავში, სკოლის მოსწავლეების სასმელი წყლით მოწამვლა გამოირიცხა, – ინფორმაციას ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

კომპანია რუსთავის წყალმა ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის 4 სხვადასხვა ნიმუშზე ჩაატარა.

"აღნიშნული ფაქტი დაფიქსირების შემდეგ მომენტალურად დავიწყეთ მოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს რუსთავის მე-16 სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის. 

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა  ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს", – განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ.

Comments
Loading...