GWP: თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება

19

თბილისში, მრიცხველთა წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დეკემბერში, GWP-ის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„2022 წლის იანვრიდან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში – გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბერის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Comments
Loading...