GWP და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას გააფორმებენ

282

ხვალ, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები (DEG), ხელს გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

FMO ნიდერლანდების  საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფინანსური ინსტიტუტები.

ორგანიზაცია DEG ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW–ის შვილობილია, რომელიც ასევე განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს აფინანსებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნული ფინანსური რესურსით  მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს.

Comments
Loading...