GWP: ბოჭორმის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

336

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა – წყალსადენის ქსელის 1 კმ-ზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, 28 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, ბოჭორმის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 357 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბოჭორმის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 3 მაისს, დღის 12:00 საათიდან, 4 მაისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, ისნის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

"„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...