GWP აღმაშენებლის ხეივანზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

27

ხვალ, 5 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამის შესახებ შსაბამისს ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას გამზირს, კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს; ყაზბეგის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს;

თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს;

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; წყნეთს და კაკლების დასახლებას;

გლდანის რაიონში:

წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.

Comments
Loading...