GR ტრანზიტი: თურქმენეთთან დადებული ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნისადმი ნდობის გამოცხადებაა

453

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის GR ტრანზიტის ხელმძღვანელის, დავით ჩივაძის განმარტებით, თურქმენეთთან დადებული ხელშკერულება, რომლის თანახმად მილიონ-ნახევარი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება, ქვეყნის მიმართ ნდობის გამოცხადებს ნიშნავს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ხელშკრულების დადება ძალიან რთული იყო.

“ეს შეთანხმება მართლაც უპრეცენდენტოა, ვინაიდან 3 წლიანი კონტრაქტი პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და საქართველოს რკინიგზისადმი ნდობას. რასაკვირველია რთული იყო ასეთი დიდი ხელშეკრულების დადება, იმისთვის რომ ტვირთი საქართველოში წამოსულიყო საქართველოს მთავრობა და რკინიგზის ხელმძღვანელობაც აქტიურად იყო ჩართული. ჩვენი უპირატესობა კი რკინიგზის კარგი პირობები და კარგი მუშაობა იყო”, – აღნიშნავ ჩივაძემ.

Comments
Loading...