Google-მა, სარეკლამო სტერეოტიპების შემოწმების მიზნით, პიცის ყალბი ბრენდი შექმნა

64

Google-ის განყოფილებამ Unskippable Labs, YouTube-სთვის ვიდეო რეკლამების მომზადებასთან დაკავშირებით სტერეოტიპების შემოწმების მიზნით, პიცის ყალბი ბრენდი Doctor Fork შექმნა.

პიცის არარსებული ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანიამ 33 სარეკლამო რგოლი მოამზადა, რომლებიც YouTube-ზე განთავსდა. მთლიანობაში, Doctor Fork-ის რეკლამებმა პლატფორმაზე 20 მილიონი ნახვა მიიღო.

სარეკლამო რგოლებს ის აერთიანებს, რომ ისინი საკვების პოპულარიზაციისას, რეკლამების დამკვეთების წესებს არღვევს. Unskippable Labs-ის კრეატიულ დირექტორს ბენ ჯონსს მაგალითად შემდეგ მოჰყავს: მიიჩნევა, რომ რეკლამაში უცხო ადამიანების გადაღება, რომლებიც კამერაში იყურებიან, არ შეიძლება. Google-მა კი ეს და სხვა წესებიც დაარღვია, რათა შეემოწმებინა, რეალურად მუშაობს თუ არა ისინი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას უნდოდა შეემოწმებინა, თუ როგორ რეაგირებენ მაყურებლები საკვების რეკლამაში არსებულ სენსორულ სიგნალებზე აგრეთვე თუ რამდენი ადამიანი უნდა ჩანდეს კადრში და რა უნდა აკეთონ მათ.

ექსპერიმენტის საშუალებით კი, Google მივიდა დასკვნამდე, რომ საკვების რეკლამაში უმჯობესია გამოყენებული იქნას აუდიო, ვიზუალური სიგნალები, აგრეთვე ტექსტიც, ვინაიდან მულტისენსორული გამოცდილება, რომელიც იქ ყოფნის ეფექტს ქმნის, უკეთესია, ვიდრე გრძნობის მხოლოდ ერთი ორგანოს აღქმადობა. ტექსტი კი რეკლამის ეფექტიანობას ზრდის და ყოფს ვიზუალურ წყობას. კომპანიის კიდევ ერთი დასკვნა არის ის, რომ მომხმარებლებს, საკვების რეკლამებში საჭმლის ყურება სიამოვნებთ. ამგვარად, ამ სახის რეკლამებში პროდუქციის მსხვილი კადრით ჩვენება ამძაფრებს მაყურებლების აღქმადობას და აუმჯობესებს ეფექტიანობას.

Comments
Loading...