FT: 2013 წელს, Danske Bank-ის მეშვეობით, რუსეთთან დაკავშირებული 30 მილიარდი დოლარი გადაირიცხა

45

ფულის გათეთრებაში ბრალდებულმა Danske Bank-ის ესტონურმა ფილიალმა, 2013 წელს რუსეთთან და ყოფილ სსრკ-სთან დაკავშირებული დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხა, – ამის შესახებ Financial Times-ი, საკონსულტაციო კომპანია Promontory Financial-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანზაქციების მოცულობამ, რაც არარეზიდენტების მეშვეობით განხორციელდა, 2013 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 80 000 ჩატარებული საბანკო ოპერაციის შედეგად, დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ანალიტიკური თანხა ბევრად აჭარბებს წინა შეფასებას, რომელიც გასულ წელს, 2007-დან 2015 წლამდე არსებული მონაცემების დათვლის შედეგად დაიანგარიშეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რესურსების მსგავსი მოცულობა ზედმეტად დიდია ასეთი პატარა ბანკისთვის. ამასთან, ყველა ტრანზაქცია არ ბადებს ეჭვს. ბანკი აპირებს, რომ დეტალურად შეისწავლოს ეს მონაცემები.

აქამდე, ესტონეთის პროკურატურას, საერთაშორისო ფინანსისტის, ინვესტორისა და ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებლის უილიამ ბრაუდერის საჩივრის საფუძველზე უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება Danske Bank-ის ესტონურ ფილიალზე, რომელსაც ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად. ესტონეთის გენერალურმა პროკურორმა ლავლი პერლინგმა მაშინ დააზუსტა, რომ საქმეში ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა ბანკის ესტონური ფილიალის 26 თანამშრომელი, რომლებმაც, პოლიციის ვერსიით,  კრიმინალური დაჯგუფება შექმნეს და ფულის ათეთრებდნენ, რისი მეშვეობითაც, საერთო თანხას შესაძლოა, 13 მილიარდი აშშ დოლარისთვის მიეღწია.

Comments
Loading...