Forbes: Pfizer-ი და Moderna ვეროკავშირის ქვეყნებისთვის ვაქცინების ფასებს ზრდიან

8

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები Pfizer-ი და Moderna ვეროკავშირის ქვეყნებისათვის ვაქცინების ფასებს ზრდიან. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

გამოცემის ცნობით, Pfizer-ის ერთი დოზის ფასი 25%-ით, 15.50 ევროდან ($18.40) 19.50 ევრომდე ($23.15) ძვირდება.Moderna-ს ღირებულება კი – 13%-ით, 19-დან 21.50 ევრომდე ($25.50) ძვირდება.

მწარმოებლებმა ევროკავშირისგან 2,1 მილიარდი დოზა ვაქცინის შეკვეთა მიიღეს, 2023 წლამდე მიწოდების გარანტიით.

ამავდროულად, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ჯერ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

Comments
Loading...