Forbes-მა რუსული ნავთობის შემსყიდველი კომპანიების 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

226

Forbes-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, შვეიცარიული Litasco ("ლუკოილის" შვილობილი კომპანია) ყველაზე მეტი რუსული ნავთობის შემსყიდველი კომპანიაა.

Litasco-მ რუსეთთან, 2018 წლის განმავლობაში, 12,9 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტები გააფორმა, რის შედეგადაც მან 35,9 მილიონი ტონა რუსული ნავთობი შეისყიდა. მეორე ადგილს China National United Oil Corporation იკავებს, რომელმაც რუსი პარტნიორებისგან 11 მილიარდ აშშ დოლარად 28,9 მილიონი ტონა რუსული ნავთობი შეისყიდა. მესამე ადგილზე "როსნეფტის" შვილობილი კომპანია Rosneft Trading-ია, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 8,3 მილიარდ აშშ დოლარად 22,2 მილიონი ტონა ნავთობი იყიდა.

მათ მოსდევს Total Oil Trading, Tatneft Europe, Shell Trading, Glencore, Orlen, QHG Trading და სხვა კომპანიები. ოცეულს კი ჩინეთის ეროვნული ქიმიური კორპორაცია ChemChina ხურავს, რომელმაც მიმდინარე წლის განმავლობაში 1,1 მილიარდ აშშ დოლარად 2,8 მილიონი ტონა რუსული ნავთობი შეისყიდა.

Comments
Loading...