Forbes-მა რუსი ბიზნესმენი ძმების შესახებ მასალა ახალ ნომერში არ დაბეჭდა

99

Forbes-ის რუსულმა რედაქციამ მოსკოვის პროკურატურას მიმართა თხოვნით, შეამოწმოს მასმედიის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევა, რაც ჟურნალის საოჯახო საქმეების რუბრიკაში, ძმები მაგამედოვების შესახებ მასალის გაუვრცელებლობას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასალა Forbes-ის ჟურნალისტებმა მოამზადეს, თუმცა გაზეთის ახალ ნომერში, აღნიშნული მასალა სხვა სტატიით იყო ჩანაცვლებული.

Forbes-ის საიტზე კი მასალა 26 ივნისს გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, Forbes-ის რედაქციას აქვს ასეთი პრინციპი – არ გამოაქვეყნოს მასალები საეჭვო, ან ნასამართლევი პირების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გამოძიებაზე იქონიონ გავლენა.

"მოცემული სტატია ეხება პირებს, რომლებიც ჩართული არიან საგამოძიებო პროცესში. მასალა კი შესაძლოა ხელს აძლევდეს რომელიმე მხარეს, შესაბამისად იგი პირდაპირი საფრთხის მატარებელია – შესაძლოა სასამართლო გადაწყვეტილებაზე იქონიოს გავლენა", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...