For.ge “ბადაგონის საქმეზე” ადვოკატ იმედა დვალიძეს ბოდიშს უხდის და განცხადებას ავრცელებს

216

გამოცემა აღიარებს დაშვებულ შეცდომას კომპანია "ბადაგონთან" დაკავშირებით უკრაინული ვებგვერდიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ფოტოს არასწორად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და კომპანიის ინვესტორების ადვოკატს იმედა დვალიძეს ბოდიშს უხდის.

"ამა წლის 8 მარტს, for.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ხვდება თუ არა საქართველოს ფინანსური პოლიცია, რომ "ბადაგონის" საქმეში "გრუ"-ს აგენტების დაკვეთას ასრულებს?" სტატიას თან ერთვოდა, ნაცვლად ვლადიმერ ჯანჯღავასი, ბატონ იმედა დვალიძის ფოტოსურათი, რაც შეცდომა იყო რედაქციის მხრიდან. For.ge-ს რედაქციამ, შეცდომა გაასწორა, თუმცა  ბოდიშს უხდის ბატონ იმედას აღნიშნულის გამო".

Comments
Loading...