Fitch Ratings-მა, სილქნეტს “B+” საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა

310

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა სილქნეტს B+  საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას 2016 წელს მიენიჭა.

"მოხარული ვართ, რომ Fitch-მა დაადასტურა სილქნეტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იქნა მიღებული.  ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ საქართველოს არასაფინანსო სექტორიდან, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო და რომელმაც საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა.  იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ავამაღლებთ ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს", – განაცხადა "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება "სილქნეტი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი  საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის 41%, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30% და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

Comments
Loading...