FAO ტყეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

384

მსოფლიოში ყოველდღიურად გამოტყორცნილი სითბური გაზების 7% ადამიანთა მიერ შეშისა და ნახშირის მოხმარებით არის განპირობებული. ეს, ძირითადად, არამდგრადი ტყის მენეჯმენტისა და არაეფექტური ნახშირის წარმოების გამო ხდება, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) ახალ ანგარიშში, რომელიც დღეს, ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი საყოფაცხოვრებო და კომერციული მიზნებისთვის ენერგიის ისეთ ტრადიციულ მეთოდებს იყენებს როგორიცაა: შეშა და ნახშირი. მსოფლიოში, 2.4 მილიონ ადამიანზე მეტი შეშას და ნახშირს ყოველდღიურად საკვების მოსამზადებლად, ჩაის დასამუშავებლად თუ აგურის გამოსაწვავად, პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის იყენებს.

სითბური გაზების გამოტყორცნა, რომლიც წარმოებასა და საწვავის საყოფაცხოვრებო გამოყენებას ახლავს თან, მწვანე საფარის განადგურებისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. შეშისა და ნახშირის ტრადიციული მეთოდის გამოყენებიდან თანამედროვე ენერგიის წყაროებზე გადასვლით სითბური გაზების გამოტყორცნის 80%ის შემცირებაა შესაძლებელი.

მდგომარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია, სახელწიფოს მხრიდან საკანონმდებლო რეგულაციების და  ტყეთა მართვის სისტემის დახვეწით. ამგვარი მიდგომით, სახელმწიფოს შეუძლია ერთის მხრივ გააუმჯობესოს ტყეთა მართვიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო მეორე მხრივ, მოახდინოს აღნიშნული თანხების ინვესტირება სატყეო მენეჯმენტსა და სატყეო კონსერვაციის ტექნოლოგიებში.

Comments
Loading...