FAO-ს სათაო ოფისში საქართველოში აგროტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

376

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის შესახებ (Globally Important Agricultural Heritage Systems (GIAHS)) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ევროპის და აზიის რეგიონის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე ესწრებოდა.  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა სამეცნიერო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იმ აგროლანდშაფტების შესახებ, რომლებსაც შეიძლება GIAHS-ის სტატუსი მიენიჭოს, რაც მნივშენლოვნად შეუწყობს ხელს აგროტურიზმის განვითარებას და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

Comments
Loading...