FAO: ზეთსა და შაქარზე ფასის კლებამ ხორბლის ფასის მატება დააბალანსა

40

გლობალურმა ფასებმა ხორბალზე მკვეთრად მოიმატა, ხოლო მცენარეულ ზეთსა და შაქარზე დაიკლო, შედეგად, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი აგვისტოში სტაბილური დარჩა.

დღეს გამოქვეყნებულმა ყოველთვიურმა სურსათის ფასის ინდექსმა აგვისტოში 167.6 ქულა შეადგინა, თითქმის იგივე, რაც ივლისის თვეში და 5.4 პროცენტით ნაკლები, ვიდრე 2017 წლის აგვისტოში. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი წარმოადგენს ძირითადი საკვები პროდუქტების კალათაში საერთაშორისო ფასების ყოველთვიური ცვლილების საზომს.

FAO-ს მარცვლეულის ფასების კოეფიციენტი ერთ თვეში 4.0 პროცენტით გაიზარდა. ეს ძირითადად ხორბლის ფასის გაორმაგებამ განაპირობა, რაც ევროპასა და რუსეთში მოსავლის შემცირების პროგნოზმა გამოიწვია. 3 პროცენტით გაიზარდა სიმინდის ფასი, ხოლო ბრინჯი იგივე ნიშნულზე დარჩა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების კოეფიციენტი ივლისიდან 2.6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა სამი წლის წინანდელ ნიშნულს პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის ფასის შემცირება იმპორტზე დაბალმა გლობალურმა მოთხოვნამ განსაზღვრა.

FAO-ს რძის ფასის ინდექსი მესამე თვეა მცირდება, ამჯერად მან 1.5 პროცენტით დაიწია. ვიდრე ევროპასა და ავსტრალიაში გვალვების გამო შესაძლოა რძის წარმოება შემცირდეს, ახალი ზელანდია დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

5.4 პროცენტით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასის კოეფიციენტი და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიზეზი ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში, ბრაზილიასა და ინდოეთში ვალუტის გაუფასურება გახდა.

FAO-ს ხორცპროდუქტების ფასის კოეფიციენტი აგვისტოში უცვლელი დარჩა. ღორისა და ცხვრის ხორცზე მოთხოვნა გაიზარდა ჩინეთში, რამაც შეამცირა ფასი ფრინველის ხორცზე.

Comments
Loading...