Facebook-მა Messenger-ში რადიკალური ცვლილებები შეიტანა

103

სოციალურ ქსელ Facebook-ის ხელმძღვანელობამ, Messenger-ის განახლების შესახებ განაცხადა. ამის ესახებ განცხადება სოციალური ქსელის ბლოგზე ვრცელდება.

“დღეიდან ჩვენ Messenger-ის ახალ, გაუმჯობესებულ ვერსიას ჩავუშვებთ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook-ში აცხადებენ, რომ 10 მომხმარებლიდან 7, Messenger-ის პრიორიტეტად მისი ინტერფეისის სიმარტოვეს მიიჩნევს. როგორც სოციალური ქსელი აზუსტებს, მომხმარებელთა 62%აცახდებს, რომ შეტყობინებების ოპერატიულად გაგზავნა ამყარებს მათ ურთიერთობას მეგობრებთან.

Messenger-ის ეს ვერსია როგოთ მეოთხეა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვერსიით სარგებლობას რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

კომპანიის Messenger-ის ქვეგანყოფილების ვიცეპრეზიდენტის სტენ ჩუდნოვსკის განცხადებით, რომელის სწორედ ამ მომსახურებაზეა პასუხისმგებელი, ახალი ვერსია მომხმარებლებს, არამარტო მეგობრებთან ურთიერთობის, არამედ ბიზნესისა და სამსახურის საკითხების გადაჭრის საშუალებასაც მისცემს.

Comments
Loading...